სერვისები

ყველა ნომერი უზრუნველყოფილია თეთრეულით და პირსახოცებით. ყველა ოთახს აქვს ინდივიდუალური აბაზანა საპირფარეშოთი. ყველა ოთახში არის ნივთების შესანახი კარადა, სკამი და სარკე.

მიმღები

სასტუმროს არ აქვს 24/7 ზე რესეფშენი - მიმღები, თუმცა შესაძლებელია სასტუმროში დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაბინავება. მასპინძელი სასტუმროსთან ახლოს ცხოვრობს და სტუმრების დახვედრა და დაბინავება ინდივიდუალურად ხდება.

საწოლები

სასტუმროში მოწყობილია კომფორტული საწოლები. ნომრები ძირითადად ორადგილიანია.  ნომრების უმრავლესობაში ორი ერთადგილიანი საწოლია (ე.წ. Twin beds), რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთდება  ერთ ორადგილიან საწოლად (Double bed).  ნომრების ნაწილში განთავსებულია ჰოსტელის ტიპის ორსართულიანი საწოლები. სასტუმრო უზრუნველყოფს დამატებითი საწოლების ოთახებში შეტანასაც. ყველა სტუმრისთვის უზრუნველყოფილია თეთრეული და პირსახოცები.

უფასო Wi-Fi

სასტუმროში უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi

საერთო სამზარეულო

სასტუმროს აქვს საერთო სამზარეული, რომელიც აღჭურვილია საჭირო ძირითადი ინვენტარით და ტექნიკით (მაცივარი, ელექტრო ღუმელი, გაზქურა, ჩაიდანი, ჭიქა, თეფში, ტაფა და სხვა).

შესაძლებელია საუზმის შეკვეთა. აუცილებელია საუზმის ერთი დღით ადრე წინასწარ შეკვეთა. საუზმის მომზადება და მიწოდება სტუმრისთვის ინდივიდუალურად ხდება.

აბაზანა

ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური აბაზანა საპირფარეშოთი. სასტუმროში უზრუნველყოფილია ცხელი წყლის მიწოდება 24/7.

გათბობა

სასტუმრო უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით.

მოსასველებელი სივრცე

სასტუმროში ფუნქციონირებს საერთო მოსასვენებელი სივრცე, სკამებით, დივნებით, ტელევიზორით.

მდებარეობა

სასტუმრო მდებარეობს ქალაქ წალკის ცენტრში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე. სასტუმრო ახლოსაა ქალაქის ყველა ძირითად ობიექტთან.  სასტუმროდან 50 მეტრშია მაღაზიები და კაფეები.

მასპინძელი

მასპინძელთან დაკავშირება შესაძლებელია 24/7 (ტელეფონით, email-ით, whatspp-ით) . საკომუნიკაციო ენებია  ქართული, ინგლისური, რუსული.