სასტუმროს შესახებ

სასტუმრო „წალკა: არის 9 ნომრიანი მყუდრო და კომფორტული სასტუმრო წალკის ცენტრში.  სასტუმროს ნომრებიდან და აივნებიდან იშლება ქალაქისა და ტყის  ხედები. სასტუმრო ახლოსაა ქალაქ წალკის ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან. რამდენიმე ნაბიჯშია მაღაზიები და კაფეები.  წალკის მთავარი ტურისტული ობიექტი „დაშბაშის კანიონი“ სასტუმროდან  2 კილომეტრში მდებაროებს.

ჩვენი სასტუმრო ახალია, წელს გაიხსა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრებისთვის წალკაში ვიზიტი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გავხადოთ. ყველა  სტუმართან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, ვმასპინძლობთ  ისე, როგორც ოჯახში და ვცდილობთ მოვერგოთ სტუმრის/ საჭიროებებს.

სასტუმროში ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური აბაზანა და საპირფარეშო. სასტუმროს ცალკე აქვს საერთო მოსასვენებლი სივრცე და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამზარეულო. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს უფასო Wifi - ს.

სასტუმროში  დაბინავების დროა: 14:00 , გამგზავრების დროა: 12:00 .  შესაძლებელია ადრე დაბინავება და გვიან გამგზავრება მასპინძლეთან შეთანხმებით.

სასტუმროს არ აქვს 24 საათიანი რესეფშენი-მიმღები, თუმცა მასპინძლები სასტუმროსთან ახლოს ვცხოვრობთ და სტუმრების მიღება და დაბინავება დღის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

სურვილის შემთხვევაში  ვაორგანიზებთ ტურებს  წალკის ტურისტულ ობიექტებზე, მათ შორის ტურს დაშბაშის კანიონზე, პიკნიკს წალკის ტყეპარკში, ასევე წალკის ტბასა და წყალსაცავზე, ტურებს წალკის სხვასხვა სოფელში. ტურების ორგანიზების ბიუჯეტი ითვლება ინდივიდუალურად  ადამიანების რაოდენობისა და ტურების ფორმატის შესაბამისად.