სასტუმროს შესახებ

სასტუმრო „წალკა: არის 9 ნომრიანი მყუდრო და კომფორტული სასტუმრო წალკის ცენტრში.  სასტუმროს ნომრებიდან და აივნებიდან იშლება ქალაქისა და ტყის  ხედები. სასტუმრო ახლოსაა ქალაქ წალკის ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან. რამდენიმე ნაბიჯშია მაღაზიები და კაფეები.  წალკის მთავარი ტურისტული ობიექტი „დაშბაშის კანიონი“ სასტუმროდან  2 კილომეტრში მდებაროებს.

ჩვენი სასტუმრო ახალია, წელს გაიხსა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრებისთვის წალკაში ვიზიტი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გავხადოთ. ყველა  სტუმართან გვა...

გაიგე მეტი

ოთახები

სასტუმრო განთავსებულია შენობის მეორე სართულზე. სასტუმროს ერთ მხარეს იშლება წალკის ტყეების ხედი, მეორე მხარეს ქალაქის და ასევე ტყის ხედები. სასტუმროს სულ აქვს 9 ნომერი, ნომრები ძირითადად ორადგილიანია. ნომრების უმრავლესობაში ორი ერთადგილიანი საწოლია ( ე.წ. Twin beds), რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთდება ერთ ორადგილიან საწოლად, ხოლო ნომრების ნაწილში განთავსებულია ჰოსტელის ტიპის ორსართულიანი საწოლები. სასტუმრო უზრუნველყოფს დამატებით საწოლების ოთახებში შეტანასაც. ნომრების ნაწილს აქვს ინდივიდუალური აივნები. ყველა ოთახს აქვს ინდივიდუალური აბაზანა საპირფარეშოთი.

სასტუმროს ცალკე აქვს საერთო მოსასვენებლი სივრცე და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამზარეული.

სასტუმროში დაბინავების დროა: 14:00 , გამგზავრების დროა: 12:00. შესაძლებელია ადრე დაბინავება და გვიან გამგზავრება მასპინძლეთან შეთანხმებით.

სერვისები

ყველა ნომერი უზრუნველყოფილია თეთრეულით და პირსახოცებით. ყველა ოთახს აქვს ინდივიდუალური აბაზანა საპირფარეშოთი. ყველა ოთახში არის ნივთების შესანახი კარადა, სკამი და სარკე.

მიმღები

სასტუმროს არ აქვს 24/7 ზე რესეფშენი - მიმღები, თუმცა შესაძლებელია სასტუმროში დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაბინავება. მასპინძელი სასტუმროსთან ახლოს ცხოვრობს და სტუმრების დახვედრა და დაბინავება ინდივიდუალურად ხდება.

საწოლები

სასტუმროში მოწყობილია კომფორტული საწოლები. ნომრები ძირითადად ორადგილიანია.  ნომრების უმრავლესობაში ორი ერთადგილიანი საწოლია (ე.წ. Twin beds), რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთდება  ერთ ორადგილიან საწოლად (Double bed).  ნომრების ნაწილში განთავსებულია ჰოსტელის ტიპის ორსართულიანი საწოლები. სასტუმრო უზრუნველყოფს დამატებითი საწოლების ოთახებში შეტანასაც. ყველა სტუმრისთვის უზრუნველყოფილია თეთრეული და პირსახოცები.

უფასო Wi-Fi

სასტუმროში უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi

საერთო სამზარეულო

სასტუმროს აქვს საერთო სამზარეული, რომელიც აღჭურვილია საჭირო ძირითადი ინვენტარით და ტექნიკით (მაცივარი, ელექტრო ღუმელი, გაზქურა, ჩაიდანი, ჭიქა, თეფში, ტაფა და სხვა).

შესაძლებელია საუზმის შეკვეთა. აუცილებელია საუზმის ერთი დღით ადრე წინასწარ შეკვეთა. საუზმის მომზადება და მიწოდება სტუმრისთვის ინდივიდუალურად ხდება.

აბაზანა

ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური აბაზანა საპირფარეშოთი. სასტუმროში უზრუნველყოფილია ცხელი წყლის მიწოდება 24/7.

გათბობა

სასტუმრო უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით.

მოსასველებელი სივრცე

სასტუმროში ფუნქციონირებს საერთო მოსასვენებელი სივრცე, სკამებით, დივნებით, ტელევიზორით.

მდებარეობა

სასტუმრო მდებარეობს ქალაქ წალკის ცენტრში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე. სასტუმრო ახლოსაა ქალაქის ყველა ძირითად ობიექტთან.  სასტუმროდან 50 მეტრშია მაღაზიები და კაფეები.

მასპინძელი

მასპინძელთან დაკავშირება შესაძლებელია 24/7 (ტელეფონით, email-ით, whatspp-ით) . საკომუნიკაციო ენებია  ქართული, ინგლისური, რუსული.

ადგილმდებარეობა

სასტუმრო „წალკა“ წალკის ცენტრში მდებარეობს, გამორჩეული ბუნებითა და ადგილობრივი ხიბლით გარშემორტყმული. ავტობუსით, მანქანით თუ ლაშქრობით ფეხით ჩამოხვალთ, ჩვენი პოვნა მარტივია და სიამოვნებით მოგაწვდით მიმართულებებს.

მანქანით

ჩვენ თბილისიდან მხოლოდ 2 საათის სავალზე ვართ მანქანით. სასტუმროს მახლობლად უფასო პარკინგია.

ავტობუსით

თბილისის სამგორის სადგურიდან წალკამდე მიკროავტობუსით („მარშრუტკით“) გაემგზავრეთ. ავტობუსის გაჩერებიდან ფეხით 3 წუთის სავალზე ვართ.

დახმარება გჭირდებათ?

მიმართულების მისაღებად ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ — სიამოვნებით დაგეხმარებით აქ გზის პოვნაში. ხელმისაწვდომი ვართ WhatsApp-ზე: +995 599 51 88 37 მარი, +995 551 35 12 12 ავთო

კონტაქტი

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სასტუმროსთან დაკავშირებული ნებისმიერ კითხვის არსებობის შემთხვევაში. ჩვენი გუნდი მზადაა (24/7) მაქსიმალურად მოკლე დროში დაგიბრუნდეთ პასუხებით. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონით, Email-ით, WhatsApp-ით. საკომუნიკაციო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

დაგვიკავშირდით

წალკა, საქართველო

+995 599 51 88 37, +995 551 35 12 12

info@hosteltsalka.ge

ხშირად დასმული კითხვები

აქ მოცემულია რამდენიმე ხშირად დასმული კითხვა, რომელთაც სტუმრები ჰოსტელ წალკაში დაჯავშნამდე სვამენ.

რეგისტრაცია შესაძლებელია 14:00 საათიდან, ხოლო გასვლა - 11:00 საათამდე. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ადრეული ან გვიანი რეგისტრაცია.

დიახ! ყველა საწოლს მოჰყვება სუფთა თეთრეული, ბალიშები და საბნები. ასევე, ერთ სტუმარზე უფასოდ უზრუნველვყოფთ ერთ პირსახოცს.

რა თქმა უნდა! სტუმრებს აქვთ წვდომა საერთო სამზარეულოზე, რომელიც აღჭურვილია მაცივრით, ქურით, მიკროტალღური ღუმელით და სამზარეულოს ძირითადი ჭურჭლითა და ინვენტარით.

დიახ. გაუქმება უფასოა თქვენი რეგისტრაციის თარიღამდე 48 საათით ადრე. დაგვიანებული გაუქმების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ერთი ღამის საფასური ჩამოგეჭრებათ.

დიახ! ჩვენ გთავაზობთ უფასო მაღალსიჩქარიან Wi-Fi-ს მთელ ჰოსტელში და მყუდრო საერთო სივრცეს, სადაც შეგიძლიათ დასვენება, მუშაობა და სხვა მოგზაურებთან ურთიერთობა.