ოთახები

სასტუმრო განთავსებულია შენობის მეორე სართულზე. სასტუმროს ერთ მხარეს იშლება წალკის ტყეების ხედი, მეორე მხარეს ქალაქის და ასევე ტყის ხედები. სასტუმროს სულ აქვს 9 ნომერი, ნომრები ძირითადად ორადგილიანია. ნომრების უმრავლესობაში ორი ერთადგილიანი საწოლია ( ე.წ. Twin beds), რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთდება ერთ ორადგილიან საწოლად, ხოლო ნომრების ნაწილში განთავსებულია ჰოსტელის ტიპის ორსართულიანი საწოლები. სასტუმრო უზრუნველყოფს დამატებით საწოლების ოთახებში შეტანასაც. ნომრების ნაწილს აქვს ინდივიდუალური აივნები. ყველა ოთახს აქვს ინდივიდუალური აბაზანა საპირფარეშოთი.

სასტუმროს ცალკე აქვს საერთო მოსასვენებლი სივრცე და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამზარეული.

სასტუმროში დაბინავების დროა: 14:00 , გამგზავრების დროა: 12:00. შესაძლებელია ადრე დაბინავება და გვიან გამგზავრება მასპინძლეთან შეთანხმებით.